Accessibility links

აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს გაეროს ქარტიის „უხეშ“ დარღვევაში


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამადიაროვმა, სომხეთი დაადანაშაულა გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევებსა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უგულებელყოფაში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მამადიაროვმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის „აგრესიის“ შედეგად, ოკუპირებული რჩება აზერბაიჯანის ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტი. 1993 წლის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია აქვს მიღებული მთიანი ყარაბაღის საკითხზე. სომხეთი და აზერბაიჯანი რეგულარულად იყენებენ გაეროს ტრიბუნას ერთმანეთისათვის ბრალდებების წასაყენებლად.
XS
SM
MD
LG