Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალდება ითხოვს ტიმოშენკოსათვის შვიდი წლით პატიმრობის მისჯას


უკრაინაში ორკვირიანი შესვენების შემდეგ განახლდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებამ მოითხოვა მისთვის შვიდი წლით პატიმრობის მისჯა. ბრალდება დამატებით ითხოვს, რომ ტიმოშენკოს სამი წლით აეკრძალოს სახელმწიფო პოსტის დაკავება და მას აანაზღაურებინონ დანაკარგი, რომელიც მიადგა კომპანია „ნაფტოგაზ-უკრაინას“. იულია ტიმოშენკოს ადანაშაულებენ პრემიერ-მინისტრად მუშაობისას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, 2009 წელს რუსეთთან გაზით მომარაგებაზე შეთანხმებების ხელმოწერით.
XS
SM
MD
LG