Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტი მიემხრო უძრავი ქონების გადასახადის გაზრდას


საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი უძრავი ქონების გადასახადის გაზრდის შესახებ, რასაც ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებელი ზომების პაკეტი. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შემდეგი ზომებია პენსიებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების შემცირება. ათენი ცდილობს, ევროკავშირისაგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მიიღოს ფინანსური დახმარების მორიგი ტრანში. პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს პაპანდრეუმ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე გამოთქვა რწმენა, რომ საბერძნეთი შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც იკისრა უცხოელი კრედიტორების წინაშე. ხოლო გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მისი ქვეყანა ყველა ღონეს იხმარს, რათა დაეხმაროს საბერძნეთს მისდამი საფინანსო ბაზრების ნდობის აღდგენაში. მერკელმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა გერმანელ მეწარმეებთან შეხვედრაზე, რომელსაც დაესწრო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრიც.
XS
SM
MD
LG