Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნები სირიის წინააღმდეგ სანქციებს აღარ მოითხოვენ


სირიასთან დაკავშირებული რეზოლუციის ახალი პროექტი აღარ მოითხოვს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ შემოღებას. რეზოლუციის ავტორები - საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და პორტუგალია - გმობენ ადამიანის უფლებების სისტემატიურ შელახვას სირიაში და მოუწოდებენ სირიის ხელისუფლებას ძალადობის დაუყოვნებლივი შეწყვეტისაკენ. დოკუმენტის ახალი ვერსიის მომზადება განაპირობა რუსეთისა და ჩინეთის პოზიციამ, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წაინააღმდეგნი არიან.
XS
SM
MD
LG