Accessibility links

logo-print

თბილისში უნებართვოდ მომუშავე გარემოვაჭრეებს ადგილზევე დააჯარიმებენ


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომელიც თბილისის თვითმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარევაჭრობას შეეხება. ამ ცვლილების მიხედვით უნებართვოდ მომუშავე გარემოვაჭრეს ადგილზევე გამოუწერენ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იქნება. პირველ ჯერზე დედაქალაქში გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე 20 ლარის ჯარიმას გამოიწვევს. ქმედების გამეორებისთვის პირს, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციასთან ერთად, 100 ლარით დააჯარიმებენ.
XS
SM
MD
LG