Accessibility links

მოსკოვში დააკავეს 20 წლის განმავლობაში ძებნილი სპორტსმენი


მოსკოვის აეროპორტ ”შერემეტიოვოში” დააკავეს მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი არმრესლინგში, რომელიც 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ძებნაში. 41 წლის ჯამბულ ვიბლიანი ეჭვმიტანილია 1990 წელს თბილისში ჩადენილ მკვლელობაში. დიდი ხნის განმავლობაში ის რომან ცინდელიანის სახელით იმალებოდა. სექტემბერში ვიბლიანის აშშ-ის ვიზას ვადა გაუვიდა, რის შემდეგაც მისი რუსეთში დეპორტაცია მოხდა. ძიების ცნობით, სპორტსმენი შეიძლება კიდევ ერთ მკვლელობაში იყოს გარეული, რომელიც 1999 წელს მოხდა.
XS
SM
MD
LG