Accessibility links

logo-print

საქართველოს მორაგბეებმა პირველ გამარჯვებას მიაღწიეს მსოფლიო ჩემპიონატზე


28 სექტემბერს ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 25:9 დაამარცხეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს ახალ ზელანდიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ქართველთაგან ხუთი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა, კიდევ ერთი ჯარიმა - მალხაზ ურჯუკაშვილის ანგარიშზეა. ხოლო მატჩის ერთადერთი ლელო, მეორე ტაიმში, რუმინეთის ნაკრებს მამუკა გორგაძემ გაუტანა. ამგვარად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ერთი მოგება და ორი წაგება აქვთ. 2 ოქტომბერს კი "ბორჯღალოსნები" ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრას არგენტინის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან გამართავენ.
XS
SM
MD
LG