Accessibility links

logo-print

ბაროზუ ვალების კრიზისს „უდიდეს გამოწვევას“ უწოდებს


ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუმ ევროპის ვალის კრიზისი ევროზონის „უდიდესი პრობლემა“ უწოდა. სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ბაროზუმ განაცხადა, რომ ვითარებიდან გამოსასვლელად საჭიროა უფრო მეტი კონსოლიდაცია“, რის გარეშეც სამომავლოდ „კიდევ უფრო მეტი ფრაგმენტაციაა“ მოსალოდნელი. ვითარებიდან გამოსავალი არსებობს და ამისათვის საჭიროა ზოგიერთი სახის ტრანზაქციაზე გადასახადის დაწესება, ევრო ბონდების შემოღება და დამატებითი სახსრების მოზიდვა, რითაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკური კრიზისის მართვა. ბაროზუს გამოსვლა დაემთხვა ვითარებას, როდესაც ევროპის ქვეყნები ცდილობენ შეამცირონ ვალის კრიზისით გამოწვეული არეულობა საბერძნეთში და მოსალოდნელი საფრთხე, რაც ევროკავშირში შემავალი 17 ქვეყნის ერთიან ვალუტას - ევროს ემუქრება.
XS
SM
MD
LG