Accessibility links

ევროპა სირიის მიმართ დაუყოვნებელ სანქციებს აღარ მოითხოვს


ევროპის ქვეყნებმა გადაიფიქრეს სირიის მიმართ სანქციების დაუყოვნებელი დაწესება, რათა მოიპოვონ რუსეთის და ჩინეთის მხარდაჭერა გაეროს უშიშროების საბჭოზე სირიის კონფლიქტზე მომზადებულ რეზოლუციაზე. ახალი პროექტში, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და პორტუგალიამ შეიმუშავეს, - ლაპარაკია სამომავლო სანქციებზე, თუკი პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის რეჟიმი არ შეწყვეტს სამხედრო ძალის გამოყენებას სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. იუწყებიან, რომ რეზოლუციის ახალ პროექტში აღნიშნულია სირიაში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებათა „სამწუხარო და სისტემატიურ დარღვევებზე“, რასაც მარტის თვიდან მოყოლებული ქვეყანაში 2700 ადამიანი ემსხვერპლა. სირიის მიმართ ახალი რეზოლუციის პროექტზე გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრა სავარაუდოდ დღის ბოლსო გაიმართება.
XS
SM
MD
LG