Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ახალზელანდიელი ჯარისკაცი დაიღუპა


ახალზელანდიური სპეცდანიშნულების ძალების სამხედრო მოსამსახურე დაუღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან ახლოს, სადაც მეამბოხეთა წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დილიდან ხორციელდებოდა. ეს არის მესამე ახალზელანდიელი ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთში მიმდინარე წელს დაიღუპა. ახალ ზელანდიის სპეცდანიშნულების 40 კაციანი დანაყოფი ქაბულთან ახლოს დარის განლაგებული, კიდევ ერთი ლოგისტიკური დანაყოფი კი ბამიანის პროვინციაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
XS
SM
MD
LG