Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია კოსოვოსთან მოლაპარაკების გადადებას ითხოვს


27 სექტემბერს სერბეთ-კოსოვოს სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მომხდარი ძალადობის გამო სერბია გამოვიდა მოწოდებით, რათა გადაიდოს ევროკავშირის მხარდაჭერილი მოლაპარაკებები კოსოვოსთან. სამშაბათს არეულობების შედეგად, ნატოს განცხადებით საერთაშორისო ძალების 4 წარმომადგენელი და 7 სერბი დემონსტრანტი დაშავდა. ნატოს სარდლობის განცხადებით, სამხედროები იძულებული გახდნენ ცეცხლი მას შემდეგ, რაც რამდენიმე დემონსტრანტი თავს დაესხნენ ნატოს მშვიდობისდამცველების საგუშაგოს. ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა კოსოვოში ნიკოლას ჰაუტონმა დაგმო მომხდარი ძალადობა და პირობა დადო, რომ დაიწყება ინცინდენტის გამოძიება.
XS
SM
MD
LG