Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკურ კვეზერელი: ოპოზიციის ნაწილს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს სიმინდთან დაკავშირებით


ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა გასული წლების განმავლობაში განხორციელებულ პროგრამებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანია - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა. მისივე თქმით, რამდენიმე ათასი ფერმერი და გლეხი სიმინდის რეალიზაციიდან სოლიდურ თანხას მიიღებს. კვეზერელის განცხადებით, წელს სიმინდის ნათესი ფართობი შარშანდელთან შედარებით 75 პროცენტით გაიზარდა, მოსავლიანობა მინიმუმ გაორმაგდა და საბოლოოდ 464 800 ტონას მიაღწევს. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველო წელს პირველად გაიტანს სიმინდს ექსპორტზე. კვეზერელი ოპონენტებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილს სიმინდთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან ყველა გლეხმა და ფერმერმა მაღალხარისხიანი თესლი და შესაბამისი ინსტრუქციები დროულად მიიღო.
XS
SM
MD
LG