Accessibility links

logo-print

საია-მ გამართა გარევაჭრობის შესახებ გამოკვლევის პრეზენტაცია


ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს დაამთხვია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრეზენტაცია მისი კიდევ ერთი გამოკვლევისა, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე გარევაჭრობისთვის თანხმობის გაცემას შეეხება. ანგარიშში დასახელებულია პრივილეგირებული კომპანიები, რომლებმაც სხვებისგან განსხვავებით ნებართვა უპრობლემოდ მიიღეს განაცხადის კანონდარღვევით წარდგენის შემთხვევაშიც კი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფ შვიდ კომპანიას თბილისის მერიამ გარევაჭრობისთვის ჯიხურების დადგმის ნება მსგავსი საქმიანობისთვის აკრძალულ ზონებშიც კი დართო. ამასთან, იურისტები მიუთითებენ, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ კომპანიების კავშირი მერიათან ოფიციალურად არ დასტურდება.
XS
SM
MD
LG