Accessibility links

logo-print

თინა ხიდაშელი: უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებამ


თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია. ხიდაშელის განცხადებით, ”ერთადერთი მიზეზი, რომელსაც მსოფლიო პრაქტიკა თანამდებობის პირთა მიერ ინფორმაციის დამალვისას იცნობს, კორუფციული გარიგებებია.” საკრებულოს რესპუბლიკელ წევრს აინტერესებს, რატომ მალავს თბილისის მერი მუდმივად ინფორმაციას ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების შესახებ, რა იმალება საბიუჯეტო მუხლებში თავმოყრილი მილიონების მიღმა და რატომ ხდება საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილის განკარგვა ფონდების საშუალებით. თინა ხიდაშელმა დღეს თბილისის მერისგან ოფიციალურად მოითხოვა ინფორმაცია სარეზერვო ფონდიდან ფულის განკარგვის, მომსახურების ხარჯებისა და შემოსავლების და დასუფთავების გადასახადის შესახებ.
XS
SM
MD
LG