Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ და კოსოვომ გააუქმეს მოლაპარაკების დღევანდელი რაუნდი


სერბიამ და კოსოვომ გააუქმეს ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების დღევანდელი, მეშვიდე რაუნდი. ევროკავშირის წარმომადგენლის, რობერტ კუპერის განცხადებით, ბრიუსელში დანიშნული შეხვედრა არ შედგა იმის გამო, რომ სერბიის დელეგაცია არ იყო მზად დისკუსიის გასაგრძელებლად. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესი როგორც იუწყება ევროკავშირის ანონიმური წყაროდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით, სერბიის დელეგაციას სურდა, მოლაპარაკებაზე განეხილათ დაპირისპირება კოსოვოს ჩრდილოეთ საზღვარზე, სადაც სამშაბათს, 27 სექტემბერს დაიჭრნენ, სულ ცოტა, შვიდი სერბი დემონსტრანტი და ნატოს ოთხი ჯარისკაცი. ბელგრადი უარს ამბობს კოსოვოს მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარებაზე მაშინ, როცა კოსოვოს ლიდერები ცდილობენ, კონტროლი დაამყარონ ჩრდილოეთ კოსოვოზე, რომლის მოსახლეობასაც უმეტესწილად ეთნიკური სერბები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG