Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში აფეთქებამ რვა ადამიანი შეიწირა


დაღესტანში რვა ადამიანი დაიღუპა მანქანის აფეთქების შედეგად. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ პოლიციელები ამოწმებდნენ სოფელ ხაჯალმახიში, ქუჩაში გაჩერებულ ცარიელ ავტომანქანას, როცა ის აფეთქდა. დაიღუპა ერთი პოლიციელი და შვიდი სამოქალაქო პირი. დაიჭრა ოთხი პოლიციელი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG