Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები აშშ-ს მოუწოდებენ, ძალაში დაუტოვოს სანქციები უზბეკეთს


20-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ წერილობით მიმართა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, რომელსაც მოუწოდებს, რომ აშშ-მა არ გააუქმოს უზბეკეთისათვის დახმარებაზე დაწესებული შეზღუდვები. ეს მოწოდება გავრცელდა მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს შეერთებული შტატების სენატის ერთ-ერთმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას. სანქციები 2004 წელს დააწესეს, უზბეკეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საპასუხოდ. იმისათვის, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, მას მხარი უნდა დაუჭირონ სენატში კენჭისყრის შედეგად. უფლებადამცველების აზრით, სანქციების გაუქმება გაუმართლებელი იქნებოდა, რადგან უზბეკეთში გრძელდება ადამიანის უფლებების ხელყოფა.
XS
SM
MD
LG