Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ანგარიში ასახავს მძიმე ვითარებას ავღანეთში


გაეროს ანგარიშით, ავღანეთში სახეზეა პოლიტიკური არასტაბილურობა და მძიმე ვითარება უსაფრთხოების მხრივ. საქმე ეხება ანგარიშს, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა წარუდგინა უშიშროების საბჭოს. მასში ნათქვამია, რომ წლევანდელი მონაცემებით, რომლებიც აგვისტოს მიწურულამდე გროვდებოდა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 40 პროცენტით იმატა „უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ინციდენტებმა“. ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ სამხედრო აქტიურობის ეპიცენტრად რჩება პაკისტანის მოსაზღვრე რეგიონები, სადაც ხდება ინციდენტების ორი-მესამედი.
XS
SM
MD
LG