Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთიდან ვრცელდება ცნობა, რომ სამი ადამიანი, მათ შორის - ერთი პოლიციელი ქალი, ემსხვერპლა დღეს მომხდარ აფეთქებას. დისტანციური მართვის ნაღმზე აფეთქდა ავტომანქანა, რომლითაც ადამიანები ავღანეთის დასავლეთში, ქალაქ ჰერატ აეროპორტში სამსახურში მიემგზავრებოდნენ. აფეთქებისას დაიჭრა ათი ადამიანი. 28 სექტემბერს გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალადობრივი ინციდენტები ავღანეთში მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG