Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მოქალაქე გეგმავდა პენტაგონისა და კაპიტოლიუმის აფეთქებას


ოთხშაბათს აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ფრემინგემში დააკავეს პენტაგონისა და კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის რეზვან ფერდაუსი. ის ამერიკის მოქალაქეა და ბოსტონის ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. რეზვან ფერდაუსი ასაფეთქებელი მასალით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატით გეგმავდა ვაშინგტონში არსებული ორი შენობის აფეთქებას. ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, ფერდაუსის დაკავება შესაძლებელი გახდა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად. ბიუროს თანამშრომლები თავს ფერდაუსის მოკავშირეებად ასაღებდნენ და მას იარაღის შეძენაში ეხმარებოდნენ. პენტაგონსა და კაპიტოლიუმზე თავდასხმის მზადების გარდა ფერდაუსს ბრალად ედება ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის მოსამზადებლად ალ-ყაიდისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდების მცდელობა.
XS
SM
MD
LG