Accessibility links

logo-print

პაკისტანი აშშ-ს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს ბრალდებებს


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ბოლო მოუღოს ისლამაბადის დადანაშაულებას რეგიონის დესტაბილიზაციაში. ამ მოწოდებით გილანი გამოვიდა პაკისტანის პოლიტიკური ლიდერების შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს, შეიყვანოს თუ არა ტერორისტული ჯგუფების სიაში თალიბანის მოკავშირე ორგანიზაცია, ჰაკანის ქსელი. შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ჰაკანის ქსელს კავშირი აქვს პაკისტანის დაზვერვის უწყებასთან. ამერიკელი ოფიციალური პირები ჰაკანის ქსელს ბრალად სდებენ ქაბულში შეერთებული შტატების საელჩოზე და სხვა ობიექტებზე თავდასხმების მოწყობას და პაკისტანის მთავრობას მოუწოდებენ, მიმართოს ზომებს ექსტრემისტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG