Accessibility links

ობამამ უზბეკეთს მიულოცა დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავი


შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ტელეფონით დაუკავშირდა უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს მისი ქვეყნის დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავის მისალოცად. თეთრი სახლის განცხადებით, ობამამ საუბარში გამოთქვა მოსაზრება, რომ უზბეკეთში მეტი კეთილდღეობა და უსაფრთხოება სარგებელს მოუტანდა როგორც უზბეკეთს, ისე შეერთებულ შტატებს და რომ დემოკრატიის განვითარება ხელს უწყობს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება, როგორც ჩანს, უკავშირდება ინფორმაციას უზბეკეთში ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის თაობაზე. თეთრი სახლის განცხადებით, ორმა პრეზიდენტმა იმსჯელა აგრეთვე ავღანეთთან დაკავშირებულ „საერთო ინტერესებზე“, რომ ეს ქვეყანა იყოს სტაბილური და უსაფრთხო.
XS
SM
MD
LG