Accessibility links

სირია აშშ-ს ადანაშაულებს ძალადობის წაქეზებაში


სირია აშშ-ს ადანაშაულებს სირიის უშიშროების ძალების მიმართ ძალადობის წაქეზებაში და აცხადებს, რომ წინააღმდეგობას გაუწევს მის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობას. ამის შესახებ ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში. მასში გამოთქმული შეფასებით, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებები ცხადჰყოფს, რომ შეერთებული შტატები აქეზებს შეიარაღებულ ჯგუფებს, მიმართონ „ძალადობას სირიის არაბული არმიის წინააღმდეგ“. იუწყებიან აგრეთვე, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მომხრეებმა ქვები და პომიდორები ესროლეს შეერთებული შტატების ელჩს, რობერტ ფორდს, როცა ის ეწვია ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს დამასკში. ივლისში ასადის მომხრეებმა იერიში მიიტანეს შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG