Accessibility links

დღეს მოსკოვში კონსულტაცია გამართეს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა


ჟენევის მოლაპარაკების ახალი რაუნდის მოსამზადებლად საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა დღეს კონსულტაცია მოსკოვში გამართეს. ევროკავშირის, ეუთოსa და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები ფილიპ ლეფორი, გედრიუს ჩეკუოლისი და ანტი ტურუნენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კარასინმა კვლავ გამოხატა მოსკოვის პოზიცია იმის შესახებ, რომ ჟენევის დისკუსიისას პრიორიტეტული უნდა იყოს საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის საკითხი. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მე-17 რაუნდი 4 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG