Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში მოხდა შეტაკება დაპირისპირებულ ძალებს შორის


იემენიდან გავრცელებული ცნობებით, დედაქალაქ სანაში დღეს დაპირისპირებამ იფეთქა პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალებს შორის. თვითმხილველების განცხადებით, სროლა დაიწყო სალეჰის ვაჟიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ ელიტურ შენაერთს, რესპუბლიკურ გვარდიასა და სალეჰის მოწინააღმდეგეების მხარეს გადასული გენერლის ჯარისკაცებს შორის. იუწყებიან ასევე სანაში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად აფეთქებების შესახებ. სალეჰი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს გადადგომისა და არჩევნების დანიშვნისაკენ, ერთი კვირის წინ დაბრუნდა იემენში საუდის არაბეთიდან, სადაც სამკურნალოდ იყო წასული.
XS
SM
MD
LG