Accessibility links

logo-print

პოლონეთი ირანს მოუწოდებს, არ დასაჯოს ქრისტიანი მღვდელი სიკვდილით


პოლონეთის ხელისუფლებმა ირანს მოუწოდეს, გააუქმოს სიკვდილით დასჯა მღვდლისა, რომელიც აცხადებს, რომ არ უარყოფს ქრისტიანობას და არ დაუბრუნდება მუსლიმანობას. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლებას ნოტით მიმართა მინისტრის მოადგილემ ეჟი პომიანოვსკიმ. იუსეფ ნადარხანი ირანის მცირე ევანგელისტური ეკლესიის პასტორი გახდა მას მერე, რაც ქრისტიანობა მიიღო 19 წლის ასაკში. ირანის მთავრობამ ის დააპატიმრა თავისი სჯულის უარყოფის გამო. ადრე აშშ-მა, ბრიტანეთმა და გერმანიამ მიმართეს თეირანს გააუქმოს სიკვდილით დასჯა. ახლა პოლონეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა.
XS
SM
MD
LG