Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კოალიცია ავღანეთში: მეამბოხეთა თავდასხმები შემცირდა


ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო ჯარის მონაცემებით, ბოლო პერიოდში შემცირდა მეამბოხეთა თავდასხმები. ნატომ განაცხადა, რომ მან წინსვლას მიაღწია თალიბების განდევნაში ავღანეთის სამხრეთ არეალებიდან, სადაც მეამბოხეებს მტკიცედ ჰქონდათ ფეხი მოკიდებული. ბოლო მონაცემებით, წელს, გასულ რვა თვეში, მეამბოხეთა თავდასხმებმა ორი პროცენტით იკლო და თალიბანი, თავდასხმებისას, გზებზე ნაღმების ჩადებას უფრო მიმართავს, ვიდრე უკეთ შეიარაღებულ საერთაშორისო ჯართან ბრძოლას.
გუშინ, გაერომ გამოაცხადა ავღანეთის შესახებ თავის ყოველკვარტალურ ანგარიშში, რომ საშუალო თვიური რიცხვი ინციდენტებისა აგვისტოს ბოლოსთვის, 39 პროცენტით აღემატებოდა შარშანდელი იმავე პერიოდის მონაცემს. გაეროს წარმომადგენელმა ავღანეთში, სტეფარ დე მისტურამ თქვა, რომ ორ მონაცემს შორის არ არის წინააღმდეგობა, რადგან ვითარება გაუმჯობესდა სამხედრო თვალსაზრისით, მაშინ, როცა სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა.
XS
SM
MD
LG