Accessibility links

logo-print

გამოცხადდა „ნობელის ალტერნატიული პრემიის“ ლაურეატების ვინაობა


სტოკჰოლმში გამოცხადდა ყოველწლიური პრემია „ცხოვრების ღირსეული წესის“ ლაურეატების ვინაობა. მას „ნობელის ალტერნატიული პრემიასაც“ უწოდებენ. 2011 წლის ლაურეატები არიან ჩადელი უფლებადამცავი, ჟაკლინ მუდეინა, ექიმი-მეანი აშშ-დან, აიანა მეი გასკინი და მცირე ფერმერების უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, „GRAIN“. თითოეული მათგანი 68 ათას დოლარს მიიღებს. ეს თანხა ლაურეატებმა თავიანთ საქმიანობას უნდა მოახმარონ.
XS
SM
MD
LG