Accessibility links

logo-print

ბელორუსია გამოეთიშა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს


ბელორუსია გამოეთიშა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს, რომელსაც ვარშავა მასპინძლობს. პოლონეთის პრემიერ-მინისიტრმა დონალდ ტუსკმა დღეს, სამიტის მეორე დღის მოლაპარაკებების დასაწყისშივე გამოაცხადა, რომ შეხვედრას არ ესწრება ბელორუსიის დელეგაცია. ბელორუსიის საგარეო უწყებამ კი გაავრცელა განცხადება, რომ „მონაწილეობა შეუძლებელია, რადგან პარტნიორობა არ შეიძლება, ეფუძნებოდეს დისკრიმინაციას“. განცხადებაში სამიტის ორგანიზატორებს ადანაშაულებენ ბელორუსიის წინააღმდეგ „უპრეცედენტოდ დისკრიმინაციული“ ზომების მიღებაში, რახან ვარშავის სამიტზე არ მიიწვიეს პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და შეზღუდეს ბელორუსიის დელეგაციის მონაწილეობა. გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბელორუსიის რეჟიმს მოუწოდა, გაათავისუფლოს „ყველა პოლიტიკური პატიმარი“.
XS
SM
MD
LG