Accessibility links

ლიბიაში შეიპყრეს ყოფილი ლიდერის პრესმდივანი


ლიბიიდან გავრცელებული ცნობებით, დააკავეს ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის პრესმდივანი, მუსა იბრაჰიმი. ლიბიის გარდამავალი მთავრობის მომხრე სამხედრო პირების ცნობით, მუსა იბრაჰიმი შეიპყრეს კადაფის მშობლიურ ქალაქ სურთის მახლობლად და მას ქალის ტანისამოსი ეცვა. იუწყებიან აგრეთვე, რომ ლიბიის გარდამავალი მთავრობის ჯარებმა აღადგინეს კონტროლი სურთის აეროპორტზე.
XS
SM
MD
LG