Accessibility links

logo-print

სოხუმში დამოუკიდებლობის მე-18 წლისთავს აღნიშნავენ


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამამულო ომში გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მე-18 წლისთავს აღნიშნავენ. სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, გადაუღებელი წვიმის გამო, სოხუმის ცენტრში დაგეგმილი მიტინგი ჩაიშალა, თუმცა, უამინდობის მიუხედავად, გაიმართა ადგილობრივი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის საზეიმო მსვლელობა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, აფხაზებს გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა, რომელმაც ქართველთა საოკუპაციო ჯარისგან აფხაზეთის გათავისუფლებას უმთავრესი დღესასწაული უწოდა. თავად ანქვაბს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა, რომელიც მის მიერ აღიარებულ აფხაზეთს შემდგომ დახმარებას დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG