Accessibility links

logo-print

ნიკოლა სარკოზი 7 ოქტომბერს ეწვევა თბილისს


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც თბილისს 7 ოქტომბერს ეწვევა, 17 საათსა და 30 წუთზე თავისუფლების მოედანზე საზოგადოებას მიმართავს. საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, პრეზიდენტ სარკოზის საჯარო გამოსვლაზე დასწრება თავისუფალია. საელჩომ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს და ქვეყანაში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს სთხოვა, 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე 17 საათიდან შეიკრიბონ. საჯარო გამოსვლის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება და თბილისს 7 ოქტომბერსვე დატოვებს.
XS
SM
MD
LG