Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევითი ცენტრი აცხადებს, რომ ალ-ყაიდა ეხმარება მუსლიმან მეამბოხეებს ჩრდ. კავკასიაში


ვაშინგტონში დაფუძნებული გავლენიანი ინსტიტუტის, სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის მონაცემებით, ალ-ყაიდა მხარდაჭერას უწევს მუსლიმან მეამბოხეებს ჩრდილოეთ კავკასიაში. ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიშში, რომელშიც ნათქვამია, რომ ალ-ყაიდამ შეასრულა წამყვანი როლი ჩრდილოეთ კავკასიაში ჯიჰადიზმის გავრცელებაში. ანგარიშის ავტორი, გორდონ ჰანი მიუთითებს ამბოხებასთან დაკავშირებულ სულ უფრო მეტ ვებსაიტზე, რომლებზეც მხარდაჭერას უცხადებენ წამყვან ჯიჰადისტებს. ჰანი აღნიშნავს, რომ ასეთ ვებსაიტებს იყენებენ ფულის მოსაგროვებლადაც.
XS
SM
MD
LG