Accessibility links

logo-print

იემენში, შესაძლოა ბომბების დამზადების მთავარი სპეციალისტიც მოკლეს


წუხელ სპეცოპერაციის დროს იემენში, არა მხოლოდ ალ ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი ანვარდ ალ-ავლაკი გაანადგურეს, არამედ შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაციის მთავრი სპეციალისტიც ბომბების დამზადების საქმეში. საუდის არაბეთის წარმომადგენლის იბრაგიმ ალ აზირის მკვლელობას დაზვერვის ანონიმური წყაროები ვარაუდობენ. თუმცა ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება. ალ აზირი ითვლება იმ ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების თანაავტორად, რომლის მოქმედებაში მოყვანასაც უშედეგოდ შეეცადნენ ტერორისტები 2009 წლის 25 დეკემბერს, ამსტერდამ-დეტროიტის თვითმფრინავის რეისზე.
XS
SM
MD
LG