Accessibility links

logo-print

პაკისტანში ყოფილი გუბერნატორის მკვლელს სიკვდილი მიესაჯა


პაკისტანის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა პენჯაბის ყოფილი გუბერნატორის, სალმაან ტასირის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის მიმართ. გამოძიების თანახმად ყოფილი გუბერნატორი ისლამაბადში 2011 წლის 4 იანვარს მისი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა მუმტაზ ქადრიმ მოკლა. მკვლელობის მოტივად მიჩნეული ის ფაქტი, რომ ტასირი სჯულის შეურაცხყოფისათვის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყო. სიკვდილმისჯილი რავალფინდის დახურულ ციხეში იმყოფება და მას 7 დღე აქვს მიცემული გასაჩივრებისათვის.
XS
SM
MD
LG