Accessibility links

logo-print

მოსახლეობა ტოვებს სირიის ქალაქ სირტეს


იუწყებიან, რომ ათასობით სამოქალაქო პირმა დატოვა სირიის ქალაქი სირტე, სადაც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის მუამარ კადაფის მომხრე შეიარაღებულ ძალებსა და გარდამავალი მთავრობის კონტროლს ქვეშ მყოფ სამხედრო ნაწილებს შორის. 30 სექტემბერს სირტე სატრანსპორტო საშუალებებით 100 ათასმა ადამიანმა დატოვა. ქალაქის აღმოსავლეთ და დასავლეთ მისადგომებთან კი ორივე მხარე ერთმანეთს ცეცხლს უშენს არტილერიიდან და ტანკებიდან. ბევრ შენობას შავი კვამლი ასდის, ქალაქის თავზე დაფრინავს ნატოს ავიაცია. განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლების შესახებ იუწყებიან ქალაქ სირტეს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც გარდამავალი მთავრობის ძალები ხუთი დღეა ვერ ახერხებენ პოზიციის გარღვევას.
XS
SM
MD
LG