Accessibility links

საქართველოში მართვის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარაა


1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მძღოლებისთვის მართვის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარ არის. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოს უწოდებს. ამიერიდან, საპატრულო პოლიცია აღარ დააჯარიმებს მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა სახლში დარჩებათ. ასეთ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია მძღოლის მიერ მართვის უფლების ქონას მისი სახელის, გვარისა და დაბადების თარიღის ელექტრონულ ბაზაში გადამოწმების შედეგად დაადგენს. აღნიშნული შეღავათი გავრცელდება მხოლოდ იმ მძღოლებზე, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან გაცემული მართვის მოწმობით სარგებლობენ.
XS
SM
MD
LG