Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეკობრეებმა საფრანგეთის მოქალაქე მოიტაცეს


სომალელმა მეკობრეებმა მოიტაცეს მოხუცი ფრანგი ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კენიაში ერთ-ერთ კურორტზე ისვენებდა. კენიის ტურიზმის მინისტრის, ნაჯუბ ბალალას განცხადებით, მეკობრეებს დაედევნა ქვეყნის სანაპირო დაცვის ჯგუფი და ცდილობენ რომ ზღვაშივე დააპატიმრონ გამტაცებლები. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ეს უკვე გატაცების მეორე შემთხვევაა კუნძულ მანდაზე, რომელიც პრესტიჟულ კურორტად ითვლება. სექტემბრის დასაწყისში მეკობრეებმა მოკლეს ბრიტანეთის მოქალაქე და მძევლად აიყვანეს მისი ცოლი. წუხელ გატაცებული ფრანგი ქალის ვინაობა კი ჯერჯერობით დაუდგენელია.
XS
SM
MD
LG