Accessibility links

logo-print

სამხრეთ ოსეთში საარჩევნო კომისიასთან არეულობაში მონაწილეები დააკავეს


ცხინვალში დააკავეს ხუთი პირი, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, 30 სექტემბრის არეულობაში მონაწილეობდნენ. ორ მათგანს უკვე მიესაჯათ 15 დღით პატიმრობა, აცხადებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ელდარ კოკოევი. პარასკევს ცხინვალში საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე ჯამბულატ თედეევის კანდიდატურა იხილებოდა, მისი რამდენიმე ათასი მომხრე შეიკრიბა. რამდენიმე ასეული კი შეეცადა შენობაში შეღწევას, რაც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა აღკვეთა. საბოლოო ჯამში საარჩევნო კომისიამ თედეევის კანდიდატურა რეგისტრაციაში არ გაატარა.
XS
SM
MD
LG