Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია ევროპის ფონდში ლიმიტირებულ თანხას შეიტანს


გერმანია ევროპის სტაბილიზაციის ფონდში არ შეიტანს 211 მილიარდ ევროზე, ანუ იმაზე მეტს, რაც ბუნდესტაგმა ამ კვირაში დაამტკიცა. ამის შესახებ ჟურნალ Super-illu-სთავის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ განაცხადა. მინისტრის სიტყვებით, ფონდის მოცულობა 440 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც 211 მილიარდი - გერმანიის წილად მოდის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საჭიროა მკაცრი მეთვალყურეობა იმ ქვეყნებზე, რომლებიც ვალის კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. მისი თქმით, ქვეყნებმა, რომლებიც სესხს მიიღებენ, უფლება უნდა მისცენ ევროკავშირის ქვეყნებს, რათა ჩაერიონ მათ მიერ საბიუჯეტო პოლიტიკის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებში.
XS
SM
MD
LG