Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ ანაკლიასთან "ევროპის ყველაზე გრძელი" ხიდი წაიღო


ადიდებულმა ენგურმა პლაჟთან დამაკავშირებელი ანაკლია-განმუხურის ხიდი წაიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლალი გელენავამ განუცხადა, ხიდი ისედაც უნდა შეცვლილიყო და მისი დემონტაჟი მიმდინარეობდა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში იტალიიდან ახალი ხიდის კონსტრუქციები ჩამოვა და ძველის ადგილზე ახალი ხიდი აიგება. ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი, ბულვარი და საკურორტო ქალაქი საზეიმო ვითარებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა22 აგვისტოს გახსნა. 550 მეტრის საფეხმავლო ხიდს, რომელიც სტიქიამ დაანგრია, საქართველოს ოფიციოზმა ევროპის ყველაზე გრძელი ხიდი უწოდა. თუმცა, ოპონენტები ამბობდნენ, რომ ხიდი უხარისხოდ იყო აშენებული და იგი გახსნისთანავე რამდენჯერმე დაზიანდა.
XS
SM
MD
LG