Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასწავლებელი, რომელსაც სააკაშვილისთვის წერილის გადაცემა სურდა, უცნობებმა გაიტაცეს


კახეთის სოფელ მელაანში პრეზიდენტის ვიზიტის დროს პედაგოგი გაიტაცეს, - ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იუწყება. შემთხვევა 26 სექტემბერს მოხდა, როდესაც სოფელ მელაანში საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სკოლა დაათვალიერა. ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი, 53 წლის ლამზირა ყორჩიშვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემა უნდოდა. „ნახევარი კილომეტრი გზაზე მათრიეს. უკან ვერცხლისფერი მანქანა მოგვყვებოდა. მითხრეს, ჩაჯექიო. არ ჩავჯექი, შემეშინდა, სადმე არ გადამაგდონ მეთქი. ჯერ თავი მარტყმევინეს მანქანაზე და თან წიხლებით მტენიდნენ. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს. გონზე რომ მოვედი, კაჭრეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ვიყავი", - აცხადებს ყოჩიშვილი. "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" კახეთის გუბერნატორს, გიორგი ღვინიაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც პრეზიდენტის ვიზიტის დროს მელაანის საჯარო სკოლის ეზოდან ვინმეს გატაცების ფაქტი კატეგორიულად უარყო.
XS
SM
MD
LG