Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში ციხიდან გაათავისუფლეს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი


ბელორუსიის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა დმიტრი უსი, რომელიც ერთ-ერთია პრეზიდენტობის იმ სამი კანდიდატიდან, რომლებიც დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს. როიტერსი ეყრდნობა უსის მეუღლეს, ევგენიას, რომელმაც ქმრის გათავისუფლებას მოულოდნელი უწოდა. თუმცა ამ ცნობას ბელორუსიის ხელისუფლების მხრიდან არ მოჰყოლია მეყსეული დადასტურება. დმიტრი უსის გათავისუფლება მოჰყვა პარასკევს გამართულ ევროკავშირის შეხვედრას, სადაც ბლოკის ლიდერებმა გააფრთხილეს ბელორუსია, რომ არ უნდა ჰქონდეს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მათი დახმარების იმედი, ვიდრე საპატიმროებიდან არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს და არ ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს.
XS
SM
MD
LG