Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში 700-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს


ნიუ-იორკის პოლიციამ მოძრობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ წევრი სულ მცირე 700 დემონსტრანტი დააკავა. პოლიციის თქმით, მათი დაპატიმრების მიზეზი გახდა გზის გადაკეტვა და მცდელობა არასანქცირებული მსვლელობა მოეწყოთ ბრუკლინის ხიდზე, რამაც ხიდზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. დემონსტრაცია სახლის მფლობელთა უფლებების დასაცავად, მაღალი უმუშევრობისა და საბანკო პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული და მეორე კვირაა იმართება აშშ-ში. დემონსტრანტებმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილზე კარვის ქალაქი გაშალეს. მსგავსი დემონსტრაციები ამ დღეებში ბოსტონში, ჩიკაგოსა და სან-ფრანცისკოში იმართება.
XS
SM
MD
LG