Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონიშჩენკო: ქართულ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე დაბრუნება წლის ბოლომდე შეუძლია


რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ,,როსპოტრებნადზორში” ქართული ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა შედგა. „დადგინდა ყველა აუცილებელი პარამეტრი, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე ნორმალური დაბრუნებისათვის. ამისათვის ერთადერთი მთავარი პირობა რუსული კანონმდებლობის უპირობო გათვალისწინებაა, რაც პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფას ეხება”, - აღნიშნა ონიშჩენკომ. მისი თქმით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ხმაურიანი და ისტერიული განცხადებებისა, რუსულ ბაზარზე, ქართული ღვინისა და ,,ბორჯომის” დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს. ,,ეს პროცესი ქართული ბიზნესის ძალისხმევით მიმდინარეობს. მათ ესმით, რომ რუსული ბაზრის გარეშე, ქართული ეკონომიკის ამ დარგების განვითარება შეუძლებელია”, - განაცხადა ონიშჩენკომ. რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე შეტანა 2006 წელს აკრძალა, რის ოფიციალურ მიზეზადაც პროდუქციის ხარისხთან არსებული პრეტენზიები დასახელდა.
XS
SM
MD
LG