Accessibility links

logo-print

თელავში შუალედური არჩევნები უხმაუროდ მიმდინარეობს


დილის 8 საათიდან თელავის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში სამი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". მმართველი პარტიის კანდიდატია ვასილ დავითაშვილი, რომლის მხარდაჭერისკენ მოსახლეობას პირადად მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა შაბათს თელავის თეატრში გამართულ შეხვედრაზე. „მინდა ვთქვა, რომ ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია გია არსენიშვილი... ის ჩვენ შორის აღარ არის. და თუკი ვინმეს შეუძლია, რომ ღირსეული ყოფილიყო, რა თქმა უნდა არის ადგილობრივი თქვენი პატრიოტი და თავდადებული დამცველი, ჩვენი ვასიკო.“ თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში 54 უბანი და 56 898 ამომრჩეველია. თელავში შუალედური არჩევნები 2008 წელს პარლამენტის წევრად არჩეული გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა
XS
SM
MD
LG