Accessibility links

logo-print

ასადის მომხრე ძალებმა ქალაქ რასტანზე კონტროლი აღადგინეს


სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სახელისუფლებო ძალებმა აღადგინეს კონტროლი ქალაქ რასტანზე, რომელიც ოპოზიციის მთავარ ბასტიონს წარმოადგენდა. სწორედ ამ ქალაქში იყვნენ კონცენტრირებული ოპოზიციის მხარეზე გადასული ჯარისკაცები და სხვა მეამბოხეები, რომლებსაც პოზიციების დათმობა მუწიათ მას შემდეგ, რაც 27 სექტემბერს სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქზე იერიში წამოიწყეს. პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნით სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლები ექვს თვეზე მეტია გრძელდება. უფლებადამცველთა თქმით, ამბოხების ძალით ჩახშობის შედეგად ქვეყანაში 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG