Accessibility links

logo-print

მოსკოვში გეი-აღლუმზე 40 კაცი დააპატიმრეს


პოლიციამ რუსეთის დედაქალაქში 40 კაცი დააპატიმრა, რომლებიც გეი-აღლუმში მონაწილეობდნენ. გეების შეკრება შაბათის ერთ-ერთი ის იშვიათი შემთხვევაა, რომელიც სანქცირებული იყო ხელისუფლების მიერ. თუმცა გეების უფლებათა დამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს პარალელური საპროტესტო აქციის წარმომადგენლებმა, რომლებიც პომიდვრებს ისროდნენ. პოლიციის თქმით, მათ ზუსტად არ იციან თუ ვინ დააკავეს, გეების აღლუმში მონაწილეები თუ ისინი, ვინც მათ შეჩერებას ცდილობდნენ. მიმდინარე წელს, რუსეთის პოლიციამ და მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტებმა აღკვეთეს მოსკოვსა და სხვა ქალაქებში გეების ღირსების დამცველთა ყველა მსვლელობა.
XS
SM
MD
LG