Accessibility links

logo-print

იემენში საავიაციო შეცდომას ოცზე მეტი ჯარისკაცი ემსხვერპლა


ხელისუფლების ინფორმაციით, 20 ჯარისკაცზე მეტი დაიღუპა იემენში მას შემდეგ, რაც სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა თვითმფრინავმა შეცდომით დაბომბა ქვეყნის სამხრეთში განლაგებული სამხედრო თავშესაფარი. უსაფრთხოების ოფიცერმა, ანონიმურობის დაცვით, განაცხადა, რომ თვითმფრინავი აპირებდა იერიში მიეტანა იემენის აბიანის პროვინციაში მდებარე ალ ყაიდის განლაგებაზე, მაგრამ შეცდომით დაბომბა მიტოვებული სკოლა, რომელსაც 119-ე სამხედრო ბრიგადის ჯარისკაცები საფარად იყენებდნენ. ეს ის სამხედრო ნაწილია, რომელმაც უარი თქვა პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის ერთგულებაზე. სალეჰის მთავრობა უარყოფს ინფორმაციას საჰაერო ინცინდენტის შესახებ.
XS
SM
MD
LG