Accessibility links

logo-print

ჰამიდ კარზაი წყვეტს სამშვიდობო მოლაპარაკებებს თალიბანთან


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომელიც აპირებს მშვიდობის ახალი სტრატეგია გამოაცხადოს, შეწყვიტა ყოველგვარი სამშვიდობო მოლაპარაკება თალიბანთან. ეს გადაწყვეტილება კარზაიმ მიიღო მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ სავარაუდო თალიბმა ქვეყნის ექსპრეზიდენტი ბურჰანუდინ რაბანი მოკლა. ავღანეთის ლიდერმა შაბათს ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას, მოუწოდა ასევე მეზობელ პაკისტანს, რომ დაეხმაროს ავღანეთს ექსტრემისტების ძალადობის დასრულებაში. „თუკი ამაში პაკისტანი არ დაგვეხმარება, მაშინ ავღანეთი საერთაშორისო საშუალებებს გამოიყენებს რაბანის მკვლელობის გამოძიებისათვის, რაც ჩვენი უფლებაა“, - განაცხადა კარზაიმ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ კარზაი „შეცდომაშია შეყვანილი“, რადგან პაკისტანმა გააკეთა ყველაფერი, რათა დახმარებოდა რაბანის საქმის გამოძიებაში.
XS
SM
MD
LG